ვარლამ კილასონია – „მეტალურგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავის „მეტალურგს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გელა სანაია ვარლამ კილასონიამ ჩაანაცვლა. რუსთავურ კლუბსა და სანაიას შორის კონტრაქტი ურთიერშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
გუნდში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცნობილი დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა, რომელიც „ფოლადის“ სტადიონზე“ შედგა. კლუბის ხელმძღვანელობამ „მეტალურგის“ ასპარეზობა შეაფასა, გუნდის ბიუჯეტის შემცირებაზე ისაუბრა და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო.
ვარლამ კილასონია პირველ ოფიციალურ ვარჯიშს გუნდთნ ერთად 10 იანვარს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალიტისთვის რუსთავის გუნდი უცხო არ არის. მან 2006-2007 წლების სეზონში „ოლიმპთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 2008-2009 წლების სეზონში კი ვარლამ კილასონიას მწვრთნელობით გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს თასის ფინალში ითამაშა.
„მეტალურგი“ მადლობას უხდის გელა სანაიას გაწეული სამუშაოსთვის.
fcm.ge