კაპელო: “ზეედორფი “მილანის” მწვრთნელობისთვის მზად ჯერ არ არის”
რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფი “მილანის” მწვრთნელობისათვის მზად ჯერ არ არის.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ მოთამაშეს, რომელიც ახლა ბრაზილიური “ბოტაფოგოს” ღირსებას იცავს, “მილანში”, მასიმილიანო ალეგრი შემცვლელად მოიაზრებენ.
“კლარენსს ვურჩიე, რომ თუ მწვრთნელობა უნდოდა, ჯერ გამოცდილება ბრაზილიაში, რუსეთში ან თუნდაც რომელიმე არაბულ ქვეყანაში უნდა მიეღო. ვფიქრობ, ის “მილანის” თავკაცობისათვის მზად ჯერ არ არის”, – ამბობს კაპელო.