WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (137289) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 28, 2013

ინგლისში ნამდვილი საგიჟეთი იწყება. ტრადიციული “ბოქსინგ დეი” ბევრ საინტერესოს გვპირდება. ლიდერობისთვის ბრძოლა უკიდურესად იძაბება.

ნიუკასლი – არსენალი

მიმდინარე სეზონში “ნიუკასლი” ყველასათვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. გუნდი ფავორიტებთანაც კი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ალანდ პარდიუს შეგირდებმა უკვე დაამარცხეს “ჩელსი”, “მანჩესტერი” და “ტოტენჰემი” რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. “ნიუკასლი” ამ დროისათვის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

“არსენალს” ბოლო დროს აშკარა ჩავარდნა აქვს, რაც ვენგერმა ცუდ კალენდარს დააბრალა. “ვესტ ჰემთან” გამართულ შეხვედრამდე, მეთოფეებმა გულები ზედიზედ სამ მატჩში დაკარგეს, თუმცა უკანასკნელი ტურში გამართული ლონდონური დერბი ვენგერის ბიჭებმა დამაჯერებლად მოიგეს და ლიდერობაც დაიბრუნეს.

ტოტენჰემი – სტოკ სიტი

ტიმ შერვუდი “ტოტენჰემის” მწვრთნელად უკვე ოფიციალურად დაინიშნა და პირველივე შეხვედრაში საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა, თუმცა სასურველ შედეგს ლონდონელებმა მაინც ვერ მიაღწიეს. “ვესტ ბრომვიჩთან” გასულ ტურში გამართული საშინაო შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

დეკემბერში “სტოკ სიტი” საკმაოდ კარგად ასპარეზობს. მარკ ჰიუზის გუნდმა არცერთი შეხვედრა არ წააგო და ლონდონის “ჩელსის” დამარცხებაც კი მოახერხა. თუმცა, ეს ყველაფერი პრემიერლიგის უკანასკნელ ტურამდე იყო. ხუთშაბათს “სტოკი” სტუმრად “ნიუკასლთან” განადგურდა (5:1) და რაც ყველაზე საინტერეოსა, ჰიუზის შეგირდებმა 5 წუთში მოახერხეს ორი წითელი ბარათის მიღება. არადა, მეორე გაძევებამდე “სტოკი” 1:0-ს იგებდა…

ჩელსი – ლივერპული

“სტემფორდ ბრიჯი” ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. უკანსკენლი ორი კვირა “ჩელსისთვის” საკმაოდ მძიმე გამოდგა. გუნდს გოლების გატანა უჭირს, რაც სტაბილური ცენტრალური ფორვარდის არყოფნამ გამოიწვია.

“ლივერპულში” კი საქმე პირიქით არის. სტაბილური ბომბარდირი აქ შესანიშნავ სეზონს ატარებს. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ გუნდში აშკარაა, ეს მოკლე სათადარიგოთა სკამია. ამ მისნუმა აშკარად იჩინა თავი “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში, რომელიც ლივერპულელებმა 2-1 წააგეს და სატურნირო ცხრილში მეოთე საფეხურზე აღმოჩნდნენ. თუმცა, მორიგი ტურის შეხვედრამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

28/12/13

ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=202

ასტონ ვილა – სუონსი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=193

ჰალ სიტი – ფულემი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=197

მანჩესტერ სიტი – კრისტალ პელასი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=198

ნორვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=200

კარდიფი – სანდერლენდი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=194

29/12/13

ევერტონი – საუთჰემპტონი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=196

ნიუკასლი – არსენალი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=199

ჩელსი – ლივერპული

გამოიცანი შედეგი:  http://fanebi.com/premium/?match_id=195

ტოტენჰემი – სტოკი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=201

 



მსგავსი სიახლეები