კაპელო: თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემაა – 9+1
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო, რომელიცმ ამჟამად რუსეთის ნაკრებს წვრთნის, თვლის რომ თანამედროვე ფეხბურთმა მრავალფეროვნება დაკარგა.
“ახლა ფეხბურთში მხოლო ერთი სქემაა – 9+1. თუ გოლის გაშვება არ გინდა, გუნდი საჭირო დროს საკუთარი კარისაკენ დროულად უნდა დაბრუნდეს და წინ მხოლოდ ერთი ფორვარდი დატოვოს. ახლა აღარ არიან ისეთ გუნდები, რომლებიც თავს ფუფუნებას აძლევენ და ნომინალურად ორი ცენტრფორვარდით თამაშობენ. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი და ამას ჩვენ ვერ შევცვლით” – განაცხადა კაპელომ.