ძანეტი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს
“ინტერის” არგენტინელმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით სეზონის ბოლოს მიიღებს. 40 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ნოემბერში მოიშუშა. შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბის ძირითად გუნდში ძანეტი 1995 წლიდან თამაშობს.
“საუკეთესო ვარიანტი სეზონის ბოლომდე მოცდა იქნება. მერე კი სიტუაციას გავაანალიზებ. თუ ჯანმრთელობასთან პრობლემები არ მექნება, კარიერას გავაგრძელებ” – განაცხადა ძანეტიმ.