პრემიერლიგის მიმოხილვა
ლიდერების მოკძალებული გამარჯვება, სკანდალი ანელკას ირგვლივ და ეტო’ოს სამქულიანი პრემიერლიგის მეცხრამეტე ტურში.
მანჩესტერული მინიმალიზმი
ორივე მანჩესტერულმა კლუბმა წელიწადი მაჟორულ ნოტაზე დაამთავრეს, ერთნაირი მინიმალური გამარჯვებები, თუმცა საკმაოდ განსხვავებული მატჩები.
“იუნაიტედს” აშკარად გაუჭირდა “ნორვიჩთან” და მადლობაც აქვს სათქმელი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისათვის, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.
“მანჩესტერი” თავის შანს დაელოდა, უელბეკმა “ნორვიჩის” შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. აღნიშნულმა გოლმა “ნორვიჩი” დააბნია და მატჩშიც აღარაფერი შეცვლილა.
ადვილად არც “სიტის” მოგუია “კრისტალ პელასთან” შეხვედრაში. ქალაქელებს აშკარად ეტყობოდათ დაღლილობა, ვინაიდან წინა ტურში “ლივერპულთან” საკმაოდ დაძაბული მატჩის გამართვა მოუწიათ. თუმცა პელეგრინის ფეხბურთელები მთელი თამაშის მანძილზე აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა. ბოსნიელმა ნასრის კარგი გადაცემით ისარგებლა და აუღებლად დაურტყა “პელასის” გოლკიპერს.
მოკრძალებული საახალწლო საჩუქარი
სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე 2014 წელს ლონდონის “არსენალი” შეხვდება. თუმცა უნდა ითქვს, რომ ლონდონელებს ეს გაუჭრდათ. “ბოქსინგ დეი” საკმაორ რთული აღმოჩნდა ვენგერის გუნდისთვის.
უკანასკნელ ტურში “არსენალი” ნიუკასლს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. თანაბარ შეხვედრაში ერთადერთი და ბუნებრივია გადამწყვეტი გოლი მატჩის 65-ე წუთზე ჟირუმ გაიტანა.
ცენტარლური მატჩი
“სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ტურის ცენტრალური დაპირისპირება პირველივე წუთებიდან საინტერესოდ დაიწყო. იმ დროს, როდესაც ყველა საფხრთხეს ლუის სუარესისგან ელოა, მოულოდნელად მესამეე წუთზე “ლივერპული” მარტინ შკრტელმა დააწინაურა.
უნდა აღნიშნოს, რომ მატჩის დებიუტში ჩავარდნამ, მოურინიოს გუნდი არ გატეხა და “ჩელსი” საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა პირველ ნახევარში. განსაკუთრებით ეს აზარზე უნდა ითქვას. ბელგიელმა კარგი მატჩი ჩაატარა და სწორედ მისი ძალისხმებით მე-17 წუთზე ანგარიში გათანაბრდა.
ბრენდან როჯერსის გუნდი გაშვებული გოლის შემდეგ გონს 10 წუთში მოეგო და რამოდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შესძლო და როგორხ ხშირად ხდება ხოლმე, დაისაჯა კიდევაც.
34-ე წუთზე აზარი-ოსკარი კომბინაცია კამერუნელმა სამუელ ეტოომ დაასრულა და ანგარიშიც 2-1 გახდა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მოურინიომ მისთვის ჩვეული დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, მოედნის ცენტრი ობი მიკელით გაამაგრა და ამან შედეგი გამოიღო. “არისტოკრატებმა” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
28/12/13
ვესტ ჰემი 3-3 ვესტ ბრომვიჩი
გოლები: კოული 4′ (1:0); ანელკა 40′ ; 45′ (1:2); მაიგა 65′ (2:2); ნოლანი 67′ (3:2); ბერაჰინო 69′ (3:3)
ასტონ ვილა 1-1 სუონსი
გოლები: აგბონლაჰორი 7′ (1:0); ლამარი 36′ (1:1)
ჰალ სიტი 6-0 ფულემი
გოლები: ელ მოჰამადი 49′ ; კორენი 60′ ; ბოიდი 63′ ; ჰადელსტოუნი 67′ ; ფრიატი 74′ ; კორენი 84′
მანჩესტერ სიტი 1-0 კრისტალ პელასი
გოლი: ჯეკო 66′
ნორვიჩი 0-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლი: უელბეკი 57′
კარდიფი 2-2 სანდერლენდი
გოლები: მატჩი 6′ (1:0); კამპბელი 58′ (2:0); ფლეტჩერი 83′ (2:1); კოლბეკი 90′ (2:0)
29/12/13
ევერტონი 2-1 საუთჰემპტონი
გოლები: კოულმანი 9′ (1:0); რამირესი 71′ (1:1); ლუკაკუ 74′ (2:1)
ნიუკასლი 0-1 არსენალი
გოლი: ჟირუ 65′
ჩელსი 2-1 ლივერპული
გოლები: შკრტელი 3′ (0:1); აზარი 17′ (1:1); ეტო’ო 34′ (2:1)
ტოტენჰემი 3-0 სტოკი
გოლები: სოლდადი 37′ ; დემბელე 65′ ; ლენონი 69′