პრემიერლიგა პრევიუ
ახალ წელს ინგლისში ფეხბურთით დაიწყებენ. 2014 წლის პირველი დღე პრემიერლიგის მორიგი ტურის გამართვის თარიღია.
რეაბილიტაციის შანსი
სტუმრად განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ “ლივერპულს” საკუთარ კედლებში რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა. მეცხრამეტე ტურში როჯერსის შეგირდები “ჰულ სიტის” უმასპინძლებენ. ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ლივერპული” პირველიდან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა და სიტუაციის გამოსასწორებლად ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად სჭირდებათ სამი ქულა.
“ჰალ სიტი” ახალ წელს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება. 2013 წლის უკანასკნელ ტურში “ვეფხვებმა” ლონდონის “ფულემი” გაანადგურეს და მოუგებელი სერიაც შეწყვიტეს.
ლიდერი აუტსაიდერს მიიღებს
გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “არსენალი” უელსურ “კარდიფ სიტის” უმასპინძლებს. “მეთოფეები” შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან, ვენგერს ოზილი და რემსი დააკლდებიან, თუმცა “კარდიფის” შანსებს წარმატებაზე ეს ფაქტი ალბათ არ ზრდის. მართალია, “არსენალი” “ბოქსინგ დეის” დიდი წარმატებით ვერ ატარებს, თუმცა ლიდერობას მაინც ინარჩუნებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი პოზიცია ვენგერის გუნდმა აუტსაიდერთან დაკარგოს. კარდიფი ნამდვილად გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, თუმცა ეს მხოლოდ საშინაო შეხვედრებზე ითქმის.
ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე
ახალი წლის პირველ დღეს ცენტრალური დაპირისპირება მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ბოლო დროს თამაში აშკარად გამოასწორა. თუ მანჩესტერელებმა ეს შრომისა და მოთმინების ხარჯზე შესძლეს, ლონდონელებს ამისათვის მწვრთნელის გამოცვლა დასჭირდათ. ვილაშ-ბოაშის ნაცვლად მოსული ტიმ შერვუდი ჯერ-ჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს.
უკანასკნელ სამ შეხვედრაში ლონდონელებმა 7 ქულა მოიპოვეს.
აღნიშნულ მაჩს გუნდები თანაბარი ქულებით ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში მოხვედრის პერსპექტივას იკვეთება.
01/01/14
სუონსი – სიტი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=211
არსენალი – კარდიფი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=203
კრისტალ პელასი – ნორვიჩი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=204
ფულემი – ვესტ ჰემი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=205
ლივერპული – ჰალ სიტი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=206
საუთჰემპტონი – ჩელსი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=208
სტოკი – ევერტონი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=209
სანდერლენდი – ასტონ ვილა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=210
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=212
მანჩესტერი – ტოტენჰემი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=207