ნოდარ ახალკაცი – 76
ლეგენდარული გუნდის ლეგენდარული მწვრთნელი. დინამო თბილისის ყველაზე ტიტულოვანი პერიოდის შემოქმედი– ნოდარ ახალკაცი დღეს 76 წლის გახდებოდა. სპორტის ოსტატი და სსრკ– ს დამსახურებული მწვრთნელი ჩვენ გუნდს 1976–1983 და 1985–1986 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში დინამომ შესაძლებელიდან ფაქტიურად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. 1978 წელს მოიპოვა სსრკ– ს პირველობის ოქროს მედლები. 1977 წლის გათამაშების ვერცხლი. 1976 წლის გაზაფხული–შემოდგომა და 1981 წლის ასპარეზობების ბრინჯაოს მედლები. არის სსრკ– ს ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. მისი მოღვაწეობის გვირგვინი კი 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის მოპოვებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ 1982 წელს დინამო იმავე გათამაშების ნახევარფინალში გაიყვანა. არის ფიფას და უეფას ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. ნოდარ ახალკაცი 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.
FCDinamo.GE