ინგლისში კალუს დაბრუნებაზე ფიქრობენ
ფრანგული „ლილის“ ფორვარდი სალომონ კალუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ინგლისის პრემილიგაში დაბრუნდეს.
„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, კოტ დივუარის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობას ლონდონის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები განიხილავენ.
კალუსთვის „ნისლიანი ალბიონი“ უცხო არ არის. 2006-დან 2012 წლამდე ის ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 60 გოლის გატანა შეძლო.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კალუმ 19-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილება, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.
ბექა დოგრაშვილი