პირველი ეტაპი – ვიტ ჯორჯია
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია” იქნება.
“ვიტ ჯორჯიამ” წლეავნდელი გათამაშება ახალგაზრდული შემადგენლობით დაიწყო და მიზნად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაისახა. ზურაბ ბერიძის გუნდმა უმაღლესი კარგად დაიწყო, თუმცა ჯერ სექტემბერში ჰქონდა მცირე ჩავარდნა, შემდეგ კი ნოემბერში იყო წარუმატებელი სერია.
მიუხედავად ამისა, გუნდმა პირველ ეტაპზე რამოდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” რუსთავის “მეტალურგი” გაანადგურა (5-2). საუკეთესო შედეგი კი ბერიძის გუნდმა დეკებმერში აჩვენა.
ზამთრის პირველი თვე “ვიტ ჯორჯიამ” წაუგებლად ჩაატარა და 4 მატჩიდან 3-ჯერ მოიპოვა გამარჯვება.
ვიტელებმა ჯერ მარტვილის “მერანი” დაამარცხეს სამტრედიაში ჩატარებულ მატჩში, შემდეგ შესანიშნავ ფორმაში მყოფ ბოლნისის “სიონს” დაუზავდნენ. უკანასკნელი ორი შეხვედრა კი ნამდვილად სამაგალითო იყო.
ახალგაზრდულმა “ვიტ ჯორჯიამ” თბილისი “დინამო” დაამარცხა “დინამო არენაზე” (0:1), პირველი ეტაპის უკანასკნელ მატჩში კი “ვეტერინარებმა” ქუთაისის “ტორპედო” გაანადგურეს (5:0).
პირველ ეტაპზე “ვიტ ჯორჯიას” ყველაზე გამორჩეული მოთამაშე რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანი, გიორგი ჯანელიძე იყო. 24 წლის ნახევარმცველი გუნდის ყველა შეტევის წამომწყები იყო და ხშირ შემთხვევაში დიდი თავსატეხს უჩენდა მეტოქეთა მცველებს. მეორე ეტაპიდან ჯანელიძე კარიერას თბილისის”დინამოში” გააგრძელებს. საინტერესოა, როგორი იქნება “ვიტი” ჯანელიძის გარეშე. ამ კითხვაზე პასუხს უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი გაგვცემს.
უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე ჩატარებული 18 მატჩიდან ვიტელებმა 7-ჯერ მოიგეს, 4 ფრე ითამაშეს და 7 შეხვედრაში დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 25/23-ზე.