სერია A – პრევიუ
დღეს იტალიაში სერია A-ს მორიგი ტური აიღებს სტარტს. მორიგ სათამაშო დღეზე ჩვენს ტრადიციულ პრევიუში ვისაუბრებთ.
რვა ქულა
ყოველი შეცდომა, რომელსაც რომაული კლუბი უშვებს მათ ძვირად უჯდებად. “იუვენტუსთან” დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ სხვაობა უკვე რვა ქულას შეადგენს, და ძნელი წარმოსადგენია, რომ “მგლებმა” ამ სხვაობის აღმოფრვა შესძლონ.
მომავალ ტურში ტოტი და კომპანია “ჯენოას” მიიღებენ და სავარაუდოდ სამი ქულის აღბა არ გაუჭირდებათ.
შუა კვირაში “რომამ” სათასო დაპირისპირება გამართა “სამპდორიასთან” და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა. გარსიამ ამ შეხვედრაზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ “მგლები” ევროთასებზე არ ასპარეზობენ, ძალების დაზოგვა მათ მაინც სჭირდებად. წარმატების მისაღწევად ჩემპიონატში ქულების დაკარგვა აღარ შეიძლება. გარდა ამისა სათასო ბატალიების ჰორიზონტზეც მთავარ კონკურენტად “იუვენტუსი” ისახება. სწორედ ტურინულ გუნდს შეხვდა “რომა” იტალიის თასის მეოთხედფინალში.
“ჯენოასთან” გასამართ მატჩს, “რომა” საკადრო პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიცირებული დე როსისა და კასტატის გარდა დედაქალაქელებს ლიაიჩი და ბალზარეტიც ვერ დაეხმარებიან, რაც რუდი გარსიას ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს.
ტურინი სკუდეტოს ელის
“რომასთან” დიდი ანგარიშით გამარჯვება “იუვენტუსისათვის” ზედიზედ მეათე იყო, რაც 1932 წელს დამყარებული საკლუბო რეკორდის განმეორებაა. მთავარ კონკურენტთან მიღწეული სოლიდური უპირატესობა “იუვეს” ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ზეწოლისგან გაათავისუფლებს. ეს კი ორ ფრონტზე დამაჯერებლად ასპარეზობის საშუალებას მისცემს “ბებერ სენიორას”. შეგახსენებთ, რომ “იუვეს” უნიკალური შესაძლებლობა აქვს ევროპა ლიგის ფინალში საკუთარ სტადიონზე თამაშის.
მეცხრამეტე ტურში კონტეს შეგირდები სტუმრად “კალიარის” შეხვდებიან და სავარაუდოდ საკლუბო რეკორდსაც გაიმჯობესებენ.
გამოცდას “ვერონა” ჩაიბარებს
გასულ ტურში “რომას” წაფორხილებით “ნაპოლიმ” ისარგებლა და რომაელებს სატურნირო ცხრილში 2 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. რაფა ბენიტესის მორიგი გამომცდელი კი “ვერონა” იქნება. რომელიც თავის მხრივ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია და “ნაპოლის” რომ დიდი წინააღმდეგობას გაუწევს ამას წყალი არ გაუვა.
11/01/14
ლივორნო – პარმა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1448
ბოლონია – ლაციო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1449
12/01/14
ტორინო – ფიორენტინა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1459
ატალანტა – კატანია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1452
კალიარი – იუვენტუსი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1453
ვერონა – ნაპოლი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1454
რომა – ჯენოა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1455
სასულო – მილანი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1456
13/01/14
სამპდორია – უდინეზე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1457
14/01/14
ინტერი – კიევო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1458