მიხეილ მესხი – 77
დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა. მან პირველი შეხვედრა დინამოში 17 წლის ასაკში ჩაატარა. დინამოს მარცხენა გარემარბი 15 წლის მანძილზე, 1955 წლიდან 1970 წლამდე იცავდა ჩვენი გუნდის ღირსებას. 356 ჩატარებულ შეხვედრაში 76– ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი 1959, 1962 და 1967 წლებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი 6– ჯერ შედიოდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში და ყოველ ჯერზე პირველ ნომრად. სსრკ– ს ნაკრებში ჩაატარა 36 შეხვედრა და გაიტანა 4 გოლი. 1960 წლის ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული და წლების მანძილზე საბჭოთა ნაკრების ლიდერი. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავადაც სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ – იქედან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის. სადაც მესხის ფლანგი იყო, სადაც არ გამოგრჩებოდა მესხის არცერთი ფინტი და მოძრაობა, საიდანაც უკეთ იქნებოდი დღესასწაულის თვითხმილველი და თანამონაწილე. მიშა მესხი ნაადრევად 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მისი 77- ე დაბადების დღეა.
fcdinamo.ge