ყოფილი “დინამოელი” “საბურთალოში”
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ღირსებას თბილისი “დინამოს”, ცხინვალის “სპარტაკის” და გორის “დილას” ყოფილი მოთამაშე გიორგი მამუჩიშვილი დაიცავს.
მამუჩიშვილი “დინამოს” აღზრდილია და კახა კაჭარავს მწვრთნელობის დროს ხშირად ძირითადშიც თამაშობდა. აქვს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც.
გიორგი მამუჩიშვილისთვის “საბურთალოში” დებიუტი წარმატებული გამოდგა – “საბურთალოსა” და 17-წლამდელთა ნაკრების ამხანაგური მატჩის მეორე ნახევარში, ახალწვეულმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელს მცირე კომენტარი ვთხოვეთ:
“საბურთალოში” ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა აქვთ, ყველა თავისი საქმის პროფესიონალია, ასევე გამართულად მუშაობს მენეჯმენტი. რამდენიმე დღეა, რაც კლუბთან ერთად ვიმყოფები, სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობ. “საბურთალო” პერსპექტიული კლუბია, გუნდს დიდი მომავალი აქვს. ვეცდები, ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების ნდობა გავამართლო და კლუბს დასახული მიზნების განხორციელებაში დავეხმარო”.