მენთეშაშვილი კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ მენთეშაშვილიკარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. ამპლუით ნახევარმცველი იმერულ კლუბში 16 იანვარს გამოცხადდება და კონტრაქტსაც ხელი ამის შემდეგ მოეწერება.
გეცოდინებათ, რომ “მენთეშა” “საბურთალოს” შემადგენლობაში გასული წლის აგვისტოდან ირიცხებოდა. ფეხბურთელის გამოცდილება დიდად წაადგა ახალგაზრდულ კლუბს. ზურამ დედაქალაქელთა რიგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “საბურთალოს” ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბში ყველა მომუშავე ადამიანს. მათგან ყოველთვის გვერდში დგომას ვგრძნობდი. თბილისურ კლუბს მომავალში წარმატებებსა და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ”, – განაცხადა ზურაბ მენთეშაშვილმა.
fcsaburtalo.ge