WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (142146) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერია A – მიმოხილვა

თარიღი: იანვარი 14, 2014

ლიდერების დამაჯერებელი გამარჯვებები და მილანური სენსაციები იტალიის მეცხრამეტე ტურის მიმოხილვაში.

 
შეუჩერებელი ტურინელები

გათამშების ერთპიროვნულმა ლიდერმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “იუვენტუსმა” ამჯერად სტუმრად “კალიარის” სძლია დიდი ანგარიშით – 4:1.

თუმცა შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 21-ე წუთზე პინილიამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ანგარიშის გასათანაბრებლად ტურინელებს ზუსტად 10 წუთი დასჭირდათ.
შესვენების შემდეგ კონტემ ცვლილებებს მიმართა, რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო და “იუვემ” დიდი ანგარიშით მოიგო.

გასულ ტურში გამარჯვებეს ტურინული კლუბის მდევრებმაც მიაღწიეს. “რომამ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” გაანადგურა (4:0), ხოლო “ნაპოლიმ” “ვერონას” სტუმრად სძლია (3:0).

 

ბერარდიმ ალეგრი დაითხოვა

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა “სასულოსა” და “მილანის” შეხვედრაში. მიუხედავად რობინიოს, ბალოტელის და მონტოლივოს გოლებისა მილანური კლუბი მაინც დამარცხდა. ამ ამბის მთავარი შემოქმედი კი 19 წლის დომენიკო ბერარდი გახდა, რომელიმაც აბიატის კარში 4 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული მატჩიშ შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა მეორე მილანურმა კლუბმაც. “ინტერი” გუშინ აუტსაიდერ “კიევოს” მასპინძობდა. შეხვედრის დებიუტში, მე-8 წუთზე სტუმრები პალოსკის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სულ რაღაც 4 წუთში ნაგამოტომ ანგარიში გაათანაბრა.
მიუხედავად მცდელობისა, “ინტერმა” მატჩის მოგება ვერ მოახერხა, თუმცა მეხუთე პოზიციაზე მაინც აღზევდა. ამის მიზეზი უშუალო კონკურენტის, “ვერონას” მარცხი იყო.

 

11/01/14

ლივორნო 0-3 პარმა 

გოლები: პალადინო 2′ ; ამაური 86′ ; 90′ 

ბოლონია 0-0 ლაციო

12/01/14

ტორინო 0-0 ფიორენტინა

ატალანტა 2-1 კატანია

გოლები: დენისი 67′ (1:0); მორალესი 86′ (2:0); სეტო 89′ (2:1)

კალიარი 1-4 იუვენტუსი

გოლები: პინილია 21′ (1:0); ლიორენტე 31′ (1:1); მარკიზიო 73′ (2:1); ლიორენტე 76′ (3:1); ლიხშტაინერი 80′ (4:1)

ვერონა 0-3 ნაპოლი

გოლები: მერტენსი 27′ ; ინსიგნე 72′ ; ჯემაილი 76′ 

რომა 4-0 ჯენოა

გოლები: ფლორენცი 25′ ; ტოტი 30′ ; მაიკონი 43′ ; ბენატია 52′ 

სასულო 4-3 მილანი

გოლები: რობინიო 9′ (0:1); ბალოტელი 13′ (0:2); ბერარდი 15′ ; 28′ ; 41′ ; 47′ (4:2); მონტოლივო 86′ (4:3)

13/01/14

სამპდორია 3-0 უდინეზე

გოლები: ედერი 16′ ; ედერი 47′ ; გასტალდელო 87′ 

14/01/14

ინტერი 1-1 კიევო

გოლები: პალოსკი 8′ (0:1); ნაგამოტო 12′ (1;1)

 



მსგავსი სიახლეები