მინო რაიოლა: „ოქროს ბურთი“ იბრაჰიმოვიჩს უნდა მოეგო“
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტის მინო რაიოლას აზრით, „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად მისი კლიენტი იმსახურებდა.
„ჩემი აზრით, ზლატანი – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ჩემთვის იგი „ოქროს ბურთს“ მფლობელი ყოველდღე და ყოველ წამს არის. არ მაღელვებს, რომ მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ვიმეორებ, ჩემთვის იგი საუკეთესოა. ზლატანზე ძლიერი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ მინახავს, არ მინახავს მოთამაშე, რომელმაც თავის გამოჩენა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანისა“ და პსჟ-ს მაისურით მოახერხა.
იბრამ ეს ტიტული დაიმსახურა. ვფიქრობ, პირველი ადგილი მას უნდა დაეკავა.
მსურს, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ გულშემატკივრებმა მიიღონ, საუკეთესო ფეხბურთელს დამოუკიდებელი ორგანიზაცია ირჩევდეს და შედეგიც სამართლიანი იყოს“, – განაცხადა რაიოლამ.
ალექსანდრე მატევოსოვი