სირიგუ: „კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენი“ იკავებს. პარიზელებს მეორე პოზიციაზე მყოფი „მონაკო“ ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანი „ლილი“ – შვიდით.
„კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რადგან „მონაკო“ და „ლილი“ კარგი გუნდები არიან და მათ ჩვენი შეცდომების გამოყენება ნამდვილად შეუძლიათ“, – ამბობს სირიგუ.