პატარა დილელების წარმატება
2012-13 წლის სეზონზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა აფხაზეთის პირველობა 2004 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის, სადაც სულ 10 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გორელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, თუმცა ტურნირი გაგრძელდა და პირველმა 8 გუნდმა ოლიმპიური სისტემით განაგრძო ასპარეზობა. ამ კლუბებიდან ფინალში „დილა“(გორი) და „ფორვარდი“ (თბილისი) გავიდნენ.
14 ივნისს პატარა დილელებმა წარმატებული გამოსვლა ფინალში დააგვირგვინეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს.
გოლები: ხაჩირაშვილი (2), ნოზაძე (2), ახალკაცი (2), გიუნაშვილი (2).
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ვაჟა ხაჩირაშვილი.
იხილეთ ვიდეო: ,,დილა 2004″ 8:3 “ფორვარდი 2004” (თბილისი)
წელს თბილისის დინამოს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა გოგა სიჭინავას სახელობის ტურნირი 2004 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის. ამ გათამაშებაში მონაწილეობდა ასევე 10 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყო (თითო ჯგუფში 5 გუნდი).
პატარა გორელები 13 იანვარს ნახევარფინალში თბილისის „კრწანისს“ შეხვდნენ და დიდი ანგარიშით 4:0 ძლიეს მეტოქეს. ორი გოლი ნოზაძემ გაიტანა, თითო-თითო კი ხუბულურმა დადათუაშვილმა.
14 იანვარს ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. „დილას“ მეტოქედ ჩემპიონატში წაუგებლად მოასპარეზე თბილისის „ბასა 1“ შეხვდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, დამსახურებლად 2:0 გაიმარჯვეს და მოიპოვეს გათამაშების თასი. პირველი გოლი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი ნოზაძემ თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს.
ტურნირს ესწრებოდნენ და ბავშვები საჩუქრებით დააჯილდოვეს ყველასათვის ცნობილმა სახეებმა:ვლადიმერ ბარქაიამ, ოთარ გაბელიამ და მიხეილ ჯიშკარიანმა.
ასევე შეჯიბრზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და ტურნირის ორგანიზატორი სერგო ჩიგოვაძე.
„დილას“ პატარა თაობებს წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც და დარწმუნებულები ვართ, ისინი კიდევ არაერთხელ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.
იხილეთ ვიდეო: ,,ბასა 2004″ (თბილისი) 0:2 “დილა 2004”
“დილა 2004“
სურათზე (მარცხნიდან მარჯვნივ. I რიგზე): საბა ხადური, უჩა ხუბულური, გაგა პაპიაშვილი, გოჩა ხვედელიძე, გიორგი ბედოშვილი, თეიმურაზ ნოზაძე.
II რიგზე: გიორგი ბერძნიშვილი, გიორგი ფარასტაევი, ნიკოლოზ გაგნიძე, ვაჟიკო ხაჩირაშვილი, აჩიკო დათუაშვილი, ალეკო ქარელი, გიორგი გიგოლაევი.
ასევე ტურნირში მონაწილეობა მიიღეს: საბა ახალკაცმა (კაპ.), გიორგი გუდაძემ და ლუკა ეფრემიძემ.
ტურნირის საუკეთესო მეკარე: გოჩა ხვედელიძე.
ტურნირის ბომბარდირი: თეიმურაზ ნოზაძე (14 ბურთით).
მწვრთნელები: ვაჟა ტიტვინიძე, მიხეილ თაყაძე და ვახტანგ აკოფიანი.
„დილას“ საფეხბურთო სკოლის დირექტორი: გიორგი ტუღუში.
„დილას“ პრესსამსახური