ლასინა ტრაორე “ევერტონში” წავა
“მონაკოს” ფორვარდი ლასინა ტრაორე უახლოეს მომავალში “ევეროტნში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აფრიკელი ფორვარდი ლივერპულულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ტრაორე რამოდენიმე დღის წინ გადავიდა “მონაკოში” რუსული “ანჟიდან”. სატრანსფერო თანხა კი 10 მილიონი ევრო იყო.
ტრაორემ დაღესტანური კლუბის ფორმით 42 მატჩი ჩაატარა და 19 გოლის გატანა მოახერხა.