WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (144238) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერია A – მიმოხილვა

თარიღი: იანვარი 20, 2014

ზეედორფის “მილანური” დებიუტი, მატრის დუბლი და ლიდერთა დამაჯერებელი გამარჯვებები სერია A-ს მეოცე ტურში.

 

ტრიუმფალური დებიუტი

“ფეხბურთელობის დროს ზეედორფი საკმაოდ დისციპლინირებული პერსონა იყოს, რომელსაც მოედანზე ხელმძღვანელობა უყვარდა. ის ახლა მოთამაშე მწვრთნელად რჩება. თუმცა, მე ჯერ ვერ ვეგუები ამას. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ხომ ერთად ვთამაშობდით” – განაცხადა კაკამ “ვერონასთან” მატჩის წინ.

“მილანი” მთავარი მწვრთნელის როლში ზეედორფის დებიუტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მასპინძლებს გაუჭირდათ “ვერონას” კარში გოლის გატანა, თუმცა ყველაფერი ბალოტელის ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიდა და ზეედორფმაც თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.

 

 

მატრის გამოღვიძება

ზეედორფის გარდა მეოცე ტურში კიდევ ერთი წარმატებული დებიუტი იყო. ლაპარაკია ალესანდრო მატრიზე. “მილანიდან” იჯარის წესით “ფიორენტინაში” გადასულმა ფორვარდმა, პიველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. მატრის მსხვერპლი “კატანია” იყო.

“გოლებს ჩემს ოჯახს და მეგობარ გოგონას ვუძღვნი, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც მე მხარს მიჭერდა. “მილანში” დამკვიდრება ვერ შევძელი, და ეს თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია. კარგია, რომ “ფიორენტინაში” შანსი მოემცა. არაფერს არ ვნანობ და აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია” – განაცხადა მატჩის შემდეგ მატრიმ.

 

ლიდერები მოწოდების სიმაღლეზე

“სამპროდიასთან” მოგებული შეხვედრა “იუვენტუსისთვის” ზედიზედ მეთორმეტე იყო, რაც მორიგ საკლუბო რეკორდს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ასეთ შედეგ კონტეს ფეხბურთელებმა ძალის მინიმალური დახარჯვით მიაღწიეს. მატჩის შედეგი პირველივე ტაიმში ნათელი იყო, როდესაც ჯერ ვიდალმა, შემდეგ კი ლიორენტემ გაიტანეს გოლები. თუმცა, შესვენებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მატჩს ინტრიგა ბარცალიმ შეუნარჩუნა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თუმცა, მომდევნო შეტევაში ტურინელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს და ვიდალმაც 11-მეტრიანიდან არ ააცილა. მეორე ნახევარში გენუელებმა მასპინძლები კი ანერვიულეს, თუმცა საბოლოდ პოლ პოგბას ულამაზესი დარტყმით მატჩის საფინალო შედეგიც დაფიქსირდა – 4:2.

დამაჯერებელი გამარჯვებ ამოიპოვე “იუვეს” მთავარმა მდევარმა. “რომამ” საკუთარ მოედანზე “ლივორნო” დიდი ანგარიშით, 3-0 დაამაცხა.   გოლები დესტრომ, სტროტმანმა და ლიაიჩმა გაიტანეს.

 

რომა 3-0 ლივორნო

ოლები: დესტრო 6′ ; სტროტმანი 36′ ; ლიაიჩი 79′

იუვენტუსი 4-2 სამპდორია

ოლები: ვიდალი 18′ (1:0); ლიორენტე 24′ (2:0); ბარძალი 38′ (ს.კ. 2:1); ვიდალი 41′ (3:1); გაბიადინი 70′ (3:2); პოგბა 78′ (4:2)

19/01/14

უდინეზე 2-3 კატანია

ოლები: დი ნატალე 8′ (1:0); კანდრევა 63′ (1:1); აგიემანგ-ბადუ 68′ (2:1); ლაზარი 82′ (2:2); ერნანდესი 90′ (2:3)

ატალანტა 1-0 კალიარი

ოლი: ბონავენტურა 68′ 

კატანია 0-3 ფიორენტინა

ოლები: ფერნანდესი 25′ ; მატრი 28′ ; 41′ .

ჯენოა 1-0 ინტერი

ოლი: ანტონელი 83′

ბოლონია 2-2 ნაპოლი

ოლები: ბიანკი 37′ (1:0); იგუაინი 62′ (1:1); ხოსე კალიეხონი 80′ (1:2); ბიანკი 90′ (2:2)

კიევო 1-2 პარმა

ოლები: პალოსკი 15′ (1:0); კასანო 27′ (1:1); ლუკარელი 90 (1:2)

სასუოლო 0-2 ტორინო

გოლები: იმობილე 26′ ; ბრიჯი 49′ 

მილანი 1-0 ვერონა

ოლები: ბალოტელი 82′



მსგავსი სიახლეები