გაურკვევლობა ფუტსალის სამყაროში
ფუტსალის სამყაროში საკმაოდ გაუკვეველ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ასოციაციის პრეზიდენტად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს, თუმცა ეს არჩევნები ლევან ცქიტიშვილის გუნდმა არ აღიარა და საქმე ამ დრომდე სასამართლოში განიხილება. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ სფფ-მ არჩევდები კანონიერად ჩათვალა და სფა-ს ახალ ხელმძღვანელობას მოთხოვნების მთელი სია გადასცა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოსწორებული.
აღნიშნული ფაქტების ფონზე საფთხის ქვეშ დგას ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის ჩატარება. ვინაიდან გუნდების ჯგუფი კალენდარში განხორციელებული ცვლილებების გამო, გათამაშების ბოიკოტირებას აპირებს. მათი აზრით, კალენდარში შეტანილი კორექტივები, “იბერიას” წისქვილზე ასხავს წყალს.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ხელმძღვანელები უახლოეს მომავალში პრესკონფერენციის გამართვას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედია სიტუაციაც უფრო ნათელი გახდება.