რონალდუ: „შეცდომა დავუშვი, როდესაც ვთქვი, რომ ხალხს ჩემი ფულისა და სილამაზის გამო შურს“
მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პოპულარობასა და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ერთხელ ვთქვი, რომ ხალხს ჩემი სილამაზისა და ფულის გამო შურს. ეს შეცდომა იყო. აღნიშნული სიტყვები იმ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოვახერხე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარ თავს იდეალურს ვერ ვუწოდებ, რადგან ადამიანი ვარ. მე ვტირი, ვიცინი, პრობლემებიც მაქვს. როდესაც ვამბობ, რომ შეცდომა დავუშვი, ამით ბოდიშს ვიხდი. ადამიანი წლების განმავლობაში ბევრს თავისი შეცდომებით სწავლობს.
დიახ, გასვლით მატჩებში ვხედავ, რომ გულშემატკივრებს არც ისე ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, ეს არც ისე სასიამოვნოა, ხალხი შურაცხყოფას მაყენებს, ამბობს, იმას, რაც არ მომწონს. მაგრამ ამას შევეჩვიე. ბოლო დროს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ადრე ფანები შეურაცხყოფას ჩემს ნათესავებსაც აყენებდნენ, ახლა კი ისინი მხოლოდ „პასტიკურ ბურთს“ მიწოდებენ.
ამჟამად ყოველდღიურად ჩვეულებრივი ცხოვრება არ შემიძლია. იმედია, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს გარშემო სიტუაცია უფრო წყნარი იქნება. მსურს, რომ სახლიდან მშვიდად გასვლა შემეძლოს.
დღეს კი, როდესაც, მაგალითად, ჩემს მეგობარ გოგოსთან ან შვილთან ერთად მაღაზიას ვსტუმრობ, უამრავი ადამიანი ავტოგრაფს მთხოვს. ამიტომაც, საჯარო ადგილებში იშვიათად ვჩნდები. დავდივარ მშვიდ რესტორნებში, რომლებშიც ინდივდუალური მაგიდებია. ასევე ვრჩები მრავალნომრიან სასტუმროშიც“ – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.
ალექსანდრე მატევოსოვი