რევაზ გეწაძე – “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” რევაზ გეწაძე შეუერთდა. 29 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ იმერელთა ღირსებას მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: რევაზ გეწაძე – ნახევარმცველი; დაბადებულია – 11.01.1985; სიმაღლე – 178 სმ, წონა – 66 კგ.
”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”თბილისი” – 2003-2005; ”დინამო” (თბილისი) – 2005; ”ბორჯომი” – 2005-2006; ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2006-2008; ”ოლიმპიკი” (ბაქო, აზერბაიჯანი) – 2008-2009; ”გაბალა” (გაბალა, აზერბაიჯანი) – 2009-2010; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2010-2013.
რევაზ გეწაძე მარცხენა ნახევარმცველია – ისეთი ფეხბურთლია, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. ფეხბურთელის კარიერა საფეხბურთო კლუბ “თბილისში” დაიწყო, იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი. 2008-2010 წლები მან აზებაიჯანის უმაღლეს დივიზონის კლუბებში გაატარა. 2010 წლიდან გასული წლის ბოლომდე ის ასპარეზობდა რუსთავის “მეტალურგში”, რომლის მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 90 მატჩი ჩაატარა და თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა.
რევაზ გეწაძე, რომელიც “ზესტაფონის” რიგებში 99-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, უკვე შეუერთდა თავის ახალ გუნდს და მასთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური