“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჰოლანდიაში 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
21 იანვარს, ჰოლანდიის თასზე, “როდამ” საკუთარ მოედანზე “ალკმაარი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულმა შეხვედრამ ყურადღება იმით მიპყრო, რომ “ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ნემეტმა წითელი ბარათი და როგორც შემდეგ გაირკვა, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მოედნაზე სიტუაცია 57-ე წუთისთვის დაიძაბა, როდესაც ნემეტი მსაჯისაგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა.