მოიესი: „მატა – თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თავისი გუნდის ახალწვეულზე ხუან მატაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კადრიფ სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის შემდეგი ტურის მატჩისთვის ესპანელი, დიდი ალბათობით, მზად იქნება.
„ხუანი – თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ძალიან მიხარია, რომ მისი დამატება მოვახერხეთ. „ჩელსის“ წარმატებაში მან დიდი წვლილი შეიტანა, თავის ანგარიშზე ხუანმა 23 საგოლე გადაცემა და 32 გოლი ჩაიწერა.
შთამბეჭავი იყო ის, თუ როგორ გამოეხმაურა იგი ჩვენს წინადადებას. ვიცი, რომ ჩვენს გულშმატკივრებს მატა უკვე უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ იგი კარგად თამაშობდა.
დარწმუნებული ვარ, ისინი კმაყოფილი იქნებიან, როდესაც მატას წითელ მაისურში იხილავენ. თუ შესაძლებელი იქნება, უკვე „კარდიფთან“ მატჩში მას მოედანზე სიამოვნებთ გამოვიყვან“, – განაცხადა მოიესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი „წითელ ეშმაკებს“ 37,1 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
ალექსანდრე მატევოსოვი