შაბათის 6 ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტი
კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთი” მადრიდელ გულშემატკივარს წარუდგინა და ეს მოვლენა გოლით აღნიშნა. ამაზე უფრო ვრცლად გასული დღის ტოპ სიახლეებში.
ჰალკი პორტუგალიაში ჩავიდა
“ზენიტის” ფორვარდი ჰალკი პორტუგალიაში ჩავიდა, სადაც “პორტოს” ახალი მუზეუმი გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ “ზენიტში” გადასვლამდე ფეხვბურთელი წარმატებით იცავდა “პორტოს” ღირსებას. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ბრაზილიელი ფორვარდის ქანდაკებაა, რომელთან ერთადაც ჰალკა სურათიც გადაიღო.
“მუზეუმი ძალან დიდი და ლამაზი გამოვიდა. ჩემი ქანდაკება კი ყველაზე ლამაზი ექსპონატია” – განაცხადა ჰალკმა.
ბლაშიკოვსკიმ ტრავმირებულია
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.
“სიტიმ” თასზე მოიგო
“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.
პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.
“რეალმა” მოიგო და გალიდერდა
“რეალმა” საკუთარ მოედანზე “გრანადა” მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლებით თავი კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს.
ამ გამარჯვების შედეგად მადრიდელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ და უახლოეს მდევრებს ორი ქულით უსწრებენ. თუმცა, “ბარსა” და “ატლეტიკო” თავიანთ შეხვედრებს დღეს გამართავენ.
რონალდუმ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა
რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.
პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.
პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.
რუნი ახალ კონტრაქტს გააფორმებს
“მანჩესტერ იუნაიტეედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან შრომით ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. 28 წლის ფეხბურთელმა ყველა დეტალი შეათანხმა. რუნი კვირაში 300 ათასს გირვანქანს მიიღებს ხელფასის სახით. კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება გათვლილი.