WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (146810) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერია A – მიმოხილვა

თარიღი: იანვარი 27, 2014

ბუფონის გაძევება, ტოტის 232-ე გოლი და ზეედორფის მეორე გამარჯვება იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში.


“იუვე” რომში ისევ ვერ იგებს

ტურინის “იუვენტუსმა” სტადიო ოლიმპიკოზე კვლავს ვერ მოიგო. ამჯერად კონტეს შეგირდება “ლაციოს” დაუპირისპირდნენ.
საინტერესო მოვლენები პირველი ტაიმის შუაში დაიწყო, როდესაც ბუფონმა კლოზეს წინააღმდეგ საჯარიმო მოედანზე დაარღვია თამაშის წესი. მთავარმა არბიტრმა იტალიელი კიპერი მოედნიდან გააძევა და “იუვეს” კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ანტონიო კანდრევამ შეასრულა.
თუმცა, მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა “იუვემ” ანგარიშის გათანაბრება შესძლო. მეორე ტაიმში თავი ლიორენტემ გამოიჩინა და ტურინელებს ქულა გადაურჩინა.

სხვაობა მცირდება

“იუვენტუსის” წაფორხილებით “რომამ” ისარგებლა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. რომაელებმა სტუმრად “ვერონა” დაამარცხეს – 1:3. აღსანიშანვია, რომ 82-ე წუტზე ფრანჩესკო ტოტიმ პენალტიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა განმეორებაზე გამოჩნდა, რომ 11-მეტრიანი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის “რომა” უდიდეს უპირატესობას ფლობდა.
ზეედორფის მეორე გამარჯვება

კლარენს ზეედორფის “მილანმა” ჩემპიონატჩი ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მილანელებმა სტუმრად “კალიარი” დაამარცხეს.
მატჩი “მილანმა” მძიმედ დაიწყო. ამელიას შეცდომის შემდეგ კი “კალიარიმ” სულაც დაწინაურდა და 87-ე წუთამდე იგებდა კიდევაც.
მხსნელად ზეედორფის გუნდს კვლავ მარიო ბალოტელი მოევლინა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 89-ზე კი პაცინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და “მილანი” მეცრე პოზიციაზე აღზევდა.

 

25/01/14

ნაპოლი 1-1 კიევო

გოლები: სარდო 18′ (0:1); ალბიოლი 88′ (1:1)

ლაციო 1-1 იუვენტუსი

გოლები: კანდრევა 27′ (1:0); ლიორენტე 60′ (1:1)

26/01/14

ვერონა 1-3 რომა

გოლები: ლიაიჩი 45′ (0:1); ჰალიფროისონი 49′ (1:1); ჟერვინიო 60′ (1:2); ტოტი 82′ (1:3)

ტორინო 1-0 ატალანტა

გოლი: კერჩი 60′

სამპდორია 1-1 ბოლონია

გოლები: გაბიადინი 62′ (1:0); დიამანტი 90′ (1:1)

ინტერი 0-0 კატანია

კალიარი 1-2 მილანი

გოლები: საუ 28′ (1:0); ბალოტელი 87′ (1:1); პაცინი 89′ (1:2)

ლივორნო 3-1 სასუოლო

გოლები: გრეკო 4′ (1:0); პაულინიო 11′ (2:0); ბენასი 26′ (3:0); ბერარდი 28′ (3:1)

პარმა 1-0 უდინეზე

გოლი: ამაური 35′

ფიორენტინა 3-3 ჯენოა

გოლები: ჯილარდინო 27′ (0:1); აკვილანი 33′ (1:1); ანტონინი 34′ (1:2); აკვილანი 42′ (2:2); აკვილანი 57′ (3:2); დე მაიო 78′ (3:3)



მსგავსი სიახლეები