შალამბერიძემ 23 ფეხბურთელი დაასახელა
გეცოდინებათ, რომ 2-22 თებერვლის ჩათვლით საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მოსამზადებლად გაემგზავრებიან. სამწვრთნელო შტაბმა სამი მეკარითა და 20 მინდვრის მოთამაშით გადაწყვიტა წასვლა.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე.
მინდვრის მოთამაშეები – გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე, ილია ბეროშვილი, ჯემალ ტაბიძე, დემურ ჩომახიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი თევზაძე, ცოტნე ნადარაია, ლუკა ბლიაძე, ლორენცო ლარკი, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, დავით წოწონავა, ლევან ხორხელი, რევაზ გოცირიძე, გურამ გოშთელიანი, გიორგი წივილაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე.
სამწვრთნელო შტაბი: თემურ შალამბერიძე, დავით სოლოღაშვილი, ლაშა ნოზაძე, კახა მენთეშაშვილი, ლევან ჭულუხაძე. ექიმი არტურ გასპარიანი. გუნდთან ერთად მიემგზავრება გუნდების მენეჯერი კახა კაშიაც.
fcsaburatlo.ge