“დილა” “ჩიხურას” შეხვდება
როგორც მოგეხსენებათ, „დილა“ ადგილზე გადის შეკრებას. რამაზ სოღოლაშვილი შეგირდებს დღეში ორჯერად ვარჯიშს უტარებს.
კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა ლუკა რაზმაძემ (მეტალურგი), ასევე გუნდში ვარჯიშობს და მალე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს გივი ქარქუზაშვილი, რომელიც ბოლოს მარტვილის „მერანში“ ასპარეზობდა. ასევე გუნდშია ილია ლომიძე, რომელიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.
შეკრების მეორე ეტაპზე „დილა“ 3 იანვარს თურქეთისკენ აიღებს გეზს, კერძოდ კი ანტალიაში, სადაც 11 დღეს დაჰყოფს. დაგეგმილია სამი ამხანაგური მატჩი. ერთი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია – სლოვენიის „მარიბორი“. დანარჩენი მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ხვალ 29 იანვარს გორის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ამხანაგური მატჩი გორის „დილასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის. დასაწყისი 13:00 საათზე.
„დილას“ პრესსამსახური