WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (147143) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: იანვარი 28, 2014

პრემიერლიგის 23-ე ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება. მათ შორის ლეგენდარულ ლივერპულურ დერბის, რომელსაც დაძაბული სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

 

ტოტენჰემი – მანჩსტერ სიტი

ტიმ შერვუდის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვა წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. საკმაოდ მცირე პერიოდში ინგლისელმა მწვრთნელმა გუნდის თამაში გამოასწორა, რაც ლონდონელების სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. “სიტისთან” წარმატებული თამაშის შემთხვევაში, “ტოტენჰემს” ოთხეულში შესვლის პერსპექტივა უჩნდება.

“მანჩესტერ სიტი” სატრანსფერო ბაზარზე ამ ზამთარს არ აქტიურობს. გულახდილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით სუსტი პოზიციები გუნდში არც არის. “სიტი” ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ეს მოახლოებულ შეხვედრას უფრო საინტერესოს გახდის.
საუთჰემპტონი – არსენალი

ამ გუნდების წინა შეხვედრას გაცილებით დიდი ინტრიგა ახლდა თან. მაშინ “საუთჰემპტონი” მოგების შემთხვევაში პრემიერლიგის ლიდერობაც კი შეეძლო. თუმცა, ჩაგდებული “ბოქსინგ დეის” შემდეგ პოჩეტინოს გუნდის მდგომარეობა გაუარესდა. ამასთან ერთად, “საუთჰემპტონი” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლა კორტეზემ დატოვა.

არსენ ვენგერი კი ამ შეხვედრას საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება. გარდა იმისა, რომ “არსენალი” ლიდერობს და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც თამაშობს, სიხარულის საბაბს ფრანგ მწვრთნელს ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებაც აძლევს. აარონ რემსი, მიკელ არტეტა და ტომას ვერმალენი სათამაშოდ მზად არიან.

 

 

ლივერპული – ევერტონი

“გუდისონ პარკზე” ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესო დერბი იყო ლივერპულის ისტორიაში. მერსისაიდულმა ლივერპულმა დაცვაში ძალიან ცუდი თამაში აჩვენა და დამსახურებულადაც გაუშვა სამი გოლი, თუმცა როჯერსის შეგირდებმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა რობერტო მარტინესის “ევერტონისთვის” საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება შედეგებს, “ევერტონს” გასულ ტურში უშუალო კონკურენტის გასწრება შეეძლო, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” ნათამაშები ფრის შემდეგ გუნდი მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

 

28/01/14

მანჩსტერი – კარდიფი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=236

ნორვიჩი – ნიუკასლი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=237

საუთჰემპტონი – არსენალი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=238

სუონსი – ფულემი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=240

29/01/14

კრისტალ პელასი – ჰალ სიტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=241

ლივერპული – ევერტონი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=242

ასტონ ვილა – ვესტ ბრომვიჩი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=235

სანდერლენდი – სტოკ სიტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=239

ჩელსი – ვესტ ჰემი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=243

ტოტენჰემი – მანჩსტერ სიტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=244



მსგავსი სიახლეები