ესიენი: “მილანი” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდია
განის ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ ესიენი, რომელიც “მილანში” ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა, აცხადებს, რომ მზად არის ახალ გუნდს უახლოეს მატჩებში დაეხმაროს.
“ვგრძნობ, რომ მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. რატომ “მილანი”? ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. კლარენს ზეედორფთან საუბრის შემდეგ, გადაწყვეტილება რამოდენიმე წუტში მივიღე. “მილანში” თამაში დიდი პატივია. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს” – განაცხადა ესიენმა.