მოურინიო: „შესაძლოა, ეტოოსთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, კლუბმა, შესაძლოა, თავდამსხმელთან სამუელ ეტოოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
„შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეტოოს შესაძლო გაშვებასთან დაკავშრებული ინფორმაცია? რა თქმა უნდა, არა. ეტოო – ტოპ კლასის ფეხბურთელია. იმ შემთხვევაში, თუ იგი 25 გოლს ვერ გაიტანს, მის დატოვებას მაინც ვისურვებთ, რადგან სამუელი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. მისი თამაშით კმაყოფილი ვართ. მან პრემიერლიგაში გადასვლა გადაწყვიტა, ასე რომ, კარიერის ბოლოს, ფეხბურთის თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებს. ვნახოთ, თუ როგორი გეგმები ექნება სეზონის ბოლოს. შესაძლოა, მას „მალიორკაში“ დაბრუნება მოუნდეს, რადგან მან თავის ვაჟს იქ დაბრუნებას დაპირდა. გამორიცხული არ არის, ეტოომ კარიერის დასრულება „ინტერშიც“ კი ისურვოს. ტიტულები მას არ აკლია, ისევე, როგორც ფული“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი