“გალათასარაის” რანოკია სურს
თურქული “გალათასარაის” პრეზიდენტი, უნალ აისალი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ კლუბი მილანის “ინტერთნ” ანდრე რანოკიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“დღეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ერთი ახალი ფეხბურთელის ყიდვა შემოგვთავაზა. მილანის “ინტერთან” ანდრეა რანოკიას თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. შევეცდებით, მოლაპარაკებები ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვსურს და რანოკიამ “გალათასარაიში” ითამაშოს”, – ამბობს უნალ აისალი.