საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მალტურ “ვალეტაში” ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნუკრი რევიშვილი და ირაკლი მაისურაძე, რომლებიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გორის “დილას” ღირსებას იცავდნენ კარიერას მალტის ჩემპიონატში მოასპარეზე “ვალეტაში” გააგრძელებენ. მართლაც რომ უცნაური ამბავია. ქართველი ფეხბურთელების სუსტ ლიგებში თამაში ნამდვილად აღარავის უკვირს, მაგრამ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ნახევარმცველი მალტის ნახევრად სამოყვარულო ლიგაში მიდიან, მართლაც ბევრი კითხვა იბადება.
გასაგებია, რომ მალტაზე, რომელიც ცხოვრების დონით ნამდვილად უსწრეფს საქართველოს, ძალიან კარგი პირობებია. მაგრამ, ფეხბურთელებმა ალბათ კარიერაზეც უნდა იფიქრონ. იმედია ამ ფეხბურთელების მალტური ვოიაჟი ხანმოკლე აღმოჩნდება და ეს ულამაზესი კუნძული კარგ ტრამპლინად აღმოჩნდება უკეთეს ლიგაში მოსახვედრად.
ასევე შეგახსენებთ, რომ “ვალეტაში” კარიერას “გაგრას” ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკოც გააგრძელებს.