”ზესტაფონი” თურქეთში მიემგზავრება
ხვალ დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც 1 თებერვლიდან 17 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადების დასკვნითი მეორე ეტაპი.
საგაზაფხულო ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, თურქეთში 25 ფეხბურთელი მიემგზავრება:
მეკარეები: კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე;
ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე, ნაემეკა აჯურუ, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ბექა კაკუშაძე, გიორგი მაკარიძე;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი თურქეთის რესპუბლიკაში 1 თებერვალს, თბილისი – სტამბული – ანტალია – ბელეკისმარშრუტით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:20 საათზე გაემგზავრება. როგორც მოგეხსენებათ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ზესტაფონელები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Susesi Luxury Resort“-ში დაბინავდებიან და შეკრების მიმდინარეობისას 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური