დორტმუნდის “ბორუსიამ” ჯოჯიჩი დაიმატა
“ბორუსიამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ამჯერად, დორტმუნდელებმა სერბული “პარტიზანიდან” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, მილოშ ჯოჯიჩი შეიძინეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბორუსიამ” 21 წლის ჯოჯიჩში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ფეხბურთელს 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
“მოხარულები ვართ, რომ ჯოჯიჩი დავიმატეთ. ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი ნახევარდაცვის ხაზს აუცილებლად გააძლიერებს”, – ამბობს “ბორუსიას” სპორტული დირექტორი მიხაელ ზორკი.