„ბარსელონა“ 2021 წლისთვის 105-ათასიანი სტადიონის აშენებას გეგმავს
კატალონიის „ბარსელონამ“ ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა, რომელსაც კლუბის დირექტორთა საბჭო ხუთ ან ექვს აპრილს გადახედავს.
როგორც ცნობილია, „ბლაუგრანასის“ მენეჯერებმა სტადიონის მშენებლობისთვის ლე კორტის რაიონში ადგილი უკვე აარჩიეს.
პროექტში დიდი არენის აშენება შედის, რომლის ჯამური ტევადობაც 105000-ს შეადგენს. გარდა ამისა, აშენდება პატარა სტადიონიც, რომელიც 12000 გულშემატკივარს დაიტევს. როგორც ცნობილია, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ოფისები, სოციალური და კომერციული ზონები აშენდება, რომელთა გვერდითაც თავის ფუნქციებს ახალი საკლუბო აკადემია შეასრულებს, სტადიონის ავტოსადომი კი ჯამში 5000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.
„ეს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული პროექტი იქნება, რომლის აშენების საშუალება არცერთ ქალაქს აქვს“, – განაცხადა „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებში ხავიერ ფაუსმა.
სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ტენდერი დაიწყება და კლუბი არქიტექტორს აირჩევს, პროექტი სახელწოდებით „Espai Barça“ 2017 წელს დაიწება. მშენებლობის დასრულებას კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები 2021 წლისთვის გეგმავენ.
Goal.com-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი „ბარსელონას“ 600 მილიონი ევრო დაუჯდება.
ცნობისთვის, „კამპ ნოუ“ 98772 მაყურებელს იტევს
ალექსანდრე მატევოსოვი