ზესტაფონელთა მზადების შესახებ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო “სუსესის” სპორტული კომპლექსის მწვანე მოედნებზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი წლევანდელი თურქული შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს – საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს, უეფას ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილესა და საკუთარი ქვეყნის მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ ლიდერს, ქალაქ ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბ ”პანდურიის” სასტუმრო “სუსესის” ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე დაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30 საათზე) დაიწყება.
ჩვენ კი გთავაზობთ მცირე სიუჟეტს შეკრების მიმდინარეობის შესახებ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური