WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (149899) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჩაშლილი შეხვედრა “დინამოს” თურქულ შეკრებაზე

თარიღი: თებერვალი 6, 2014

ანტალიურ შეკრებაზე თბილისი “დინამომ” მორიგი საკონტროლო შეხვედრა უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ, ოდესის “ჩერნომორეცთან” უნდა ჩაეტარებინდა, თუმცა მატჩი მეორე ტაიმში ჩაიშალა.

პირველივე წუთებიდან შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

საინტერესო მოვლენები კი მატჩის მეორე ტაიმში მოხდა. “დინამომ” დებიუტშივე გახსნა ანგარიში. თავი ძარიამ, ჩისკოს გადაცემით გამოიჩინა. რის შემდეგაც მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ სოლიდური ასაკის გახლდათ, ხოლო გუნდის მეკარე ოდესელებმა მინდვრის მოთამაშედ გაასაღეს.
დინამოელებმა ეს ქმედებები გააპროტესტეს და მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ოდესელებმა აღნიშნული ფაქტი გუნდში არსებულ ტრავმიანობთ ახსნეს და “მოთამაშის” შეცვლაზე უარი თქვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

მართლაც არასასიამოვნო ფაქტია ოდესელების მხრიდან. პროფესიონალური გუნდების მატჩში, რომელიც კლუბის მომზადებას ემსახურება, მოედანზე ვეტერანი ფეხბურთელის გამოყვანა ლამაზი ჟესტი ნამდვილად არ არის.



მსგავსი სიახლეები