ბუნდესლიგის პრევიუ
“ბაიერი” “გლადბახს” სტუმრებს, ხოლო 2014-ში დაუმარცხებელი “ნიურნბერგი” “ბაიერნს” ეწვევა. ბუნდესლიგის მე-20 ტურის პრევიუ.
ბავარიული დერბი
გასული საუკუნის პირველ ნახევარში ბავარიის ნომერ პირველ გუნდად სწორედ “ნიურნბერგი” ითვლებოდა, თუმცა 60-იანი წლების ბოლოდ წინა პლანზე “ბაიერნი” გამოვიდა. ბუნდებრივია, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თანაც, “ნიურნბერგმა” 2014 წელი კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვებით გასავარდნ ზონასაც დააღწია. აღსანიშნავაი, რომ ამ მატჩებადმე “ნიურნბერგს” მიმდინარე სეზონში მოგება არ ჰქონდა.
“ბაიერნზე” კი ბევრი საუბარი საჭირო არ არის. გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს და დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს.
ფორტუნამ ზურგი აქცია
დორტმუნდიდან კვლავ არასასიამოვნო ამბავი მივიღეთ. “ბორუსიას” მცველი მატს ჰუმელსი ისევ დაშავდა. ფეხბურთელმა ტრავმა დიუსელდორფის “ფორტუნასთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.. სიმბოლურია. კლოპი ალბათ გამოცდილ ხერხს მიმართავს და დაცვაში სვენ ბენდერს დააყენებს, მოედნის ცენტერში კი შაჰინს სებასტიან კელს შეუწყვილებს.
მომდევნო ტურის მატჩს “ბორუსია” ბრემენში, “ვერდერის” წინააღმდეგ გამართავს. გუნდებს განსხვავებული მიზნების ამოძრავებენ, მაგრამ გამარჯვება ორივეს ჰაერივით სჭირდება.
ტურის ცენტრი მიონხენგლადბახში
“გლადბახმა” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მხოლოდ “ბაიერნთან” წააგო. მომდევნო ტურში კი, მიონხენგლადბახს კიდევ ერთი ლიდერი, ლევერკუზენის “ბაიერი” ეწვევა.
ლევერკუზენელებმა სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებლად, “ფრაიბურგთან” განცდილი მარცხით დაიწყეს. თუმცა, გასულ ტურში “ფარმაცევტებმა” “შტუტგარტს” მოუგეს და ხასიათიც გამოისწორეს.
გლადბახელებმა კი 2014-ში მოგების გემო ჯერ არ იციან. განახლებული ბუნდესლიგის პირველ ტურში “ბაიერნთან” საშინაო მარცხს, “ბორუსიამ” სტუმრად “ჰანოვერთან” წააგო და მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. თუმცა, დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, გლადბახელებს სამეულთან მიახლოების პერსპექტივა აქვთ.
07/02/14
გლადბახი – ბაიერი
08/02/14
ვოლფსბურგი – მაინცი
ვერდერი – დორტმუნდი
ნიურნბერგი – ბაიერნი
ფრაიბურგი – ჰოფენჰაიმი
აინტრახტი – ბრაუნშვაიგი
ჰამბურგი – ჰერტა
09/02/14
შტუტგარტი – აუგსბურგი
შალკე – ჰანოვერი