ცვლილებები მომხმარებლების შესაძლებლობებში
მოგეხსენებათ, საიტზე გვაქვს მომხმარებელთა ფუნქციები სტრუქტურიზებული და მათ შესაბამისად გარკვეული შესაძლებლობები გააჩნიათ.
აქამდე არცერთი სტატუსის მქონე მომხმარებლებს არ შეეძლოთ სიახლის გამოქვეყნება პირდაპირ, ყოველგვარი მოდერაციის გარეშე.
ამიერიდან კი გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს.
მათ ვისაც სტატუსი “ექსპერტი” ან უფრო ზემდგომი სტატუსი აქვთ, ამიერიდან შეუძლიათ პირდაპირ მოდერაციის გარეშე გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები.
მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი მუდმივად ყურადღებით იქნება და შეამოწმებს მომხმარებლის სტატიებს. თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე მომხმარებელი ბოროტად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ან დაუშვებს გრამატიკულ შეცდომებს ბევრს და მაინც გამოაქვეყნებს სტატიას, შესაბამისად მივიღებთ ზომებს.
ხშირ შემთხვევაში სადამსჯელო ზომები შეიძლება იყოს იმდენი ქულით დაჯარიმება, რომ მომხმარებელი ქვედმგომ სტატუსზე ან იმ სტატუსზე ჩამოვიდეს, რომელიც გამოქვეყნების საშუალებას კრძალავს.
შესაბამისად, გთხოვთ, თუკი არ შეგიძლიათ წერა, უბრალოდ დარჩეთ მომხმარებლად, რომელიც აქტიურია და უყვარს კითხვა.
გისურვებთ წარმატებებს!