,,დილას“ სპარინგი კორეელებთან
გუშინ გორელების მეტოქე წესით და რიგით ორენბურგის „გაზოვიკი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს გორელების სპარინგ მეტოქე შეიცვალა და ისინი კორეის უმაღლესი ლიგის ბინადარ „სეონგნემ“-ს ეთამაშნენ.
„სეონგნემი“ კორეის ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონატი მოგებული, 2-ჯერ კორეის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 2-ჯერ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა.
როგორც გვითხრეს, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი 3:0 მარცხდებოდა, როდესაც შალამბერიძე მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. მეტოქის ყველა გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია.
მეორე ნახევარში შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, შალამბერიძე.
ხვალ 9 თებერვალს გორელები თურქული შეკრების მესამე სპარინგს სლოვენიის ლიდერ „მარიბორთან“ გამართავენ.
„დილას“ პრესსამსახური