სერია A – პრევიუ
რა თქმა უდნა, 23-ე ტურის მთავარი ინტრიგა რომაული დერბი იქნება, მაგრამ ნეაპოლში გამართული მატჩიც ბევრ საინტერესოს გვპირდება – ზეედორფს პირველი სერიოზული გამოცდა ელის. ტრადიციულად, მორიგი იტალიური ტურის პრევიუ ჩვენს საიტზე.
ნაპოლი – მილანი
უკანასკნელ სამ შეხვედრაში “ნაპოლიმ” მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. ბენიტესი საკადრო პრობლემებით თავს ვერ გაიმართლებს. “ნაპოლი” ბოლო დროს უბრალოდ ვერ თამაშობს. თანაც თავად ესპანელიც ხშირად როტაციას გადამეტებულად მიმართავს, რაც შედეგზეც აისახა.
ზეედორფისთვის, რომელმაც გასულ ტურში დაკარგა პირველი ქულები, აღნიშნული შეხვედრა პირველი სერიოზული გამოცდა იქნება. კლარენსმა მშვენივრად იცის, თუ რას ნიშნავს ნეაპოლში “მილანის” ჩასვლა. ადგილობრივი გულშემატკივრები აღნიშნული მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებიან და გამარჯვებაც ორმაგად უხარიათ.
“ნაპოლი” – “მილანი” საკმაოდ რთულად პროგნოზირებადი მატჩი, რომელშიც სამივე შედეგი დასაშვებია და მოულოდნელი არცერთი მათგანი არ იქნება.
ვერონა – იუვენტუსი
“იუვემ” “ინტერთან” გამართულ პრინციპულ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში კონკურენტებს ერთი თავით აღემატება. მოახლოებულ ტურში, კონტეს შეგირდები ვერონას სტუმრობენ, სადაც წაგებელი სერიის გაგრძელებას ეცდებიან.
ვერონელებმა ერთი კვირის წინ “სასუოლოსთან” იზეიმეს გამარჯვება, რითაც სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეყვიტეს და “ინტერს” გაუსწრეს სატურნირო ცხრილში. აც ის უნდა დაგვრჩეს უყურედღებოდ, რომ მიმდინარე სეზონში “ვერონა” განსაკუთრებით წარმატებული საკუთარ ასპარეზზეა. თუმცა, ლიდერებთან ამ გუნდს საკუთარმა კედლებმაც ვერ უშევლა. “ნაპოლისთან” და “რომასთან” ვერონელებმა სწორედ საშინაო მატჩებში წააგეს.
ლაციო – რომა
ტურის ეპიცენტრი რა თქმა უდნა “სტადიო ოლიმპიკოზე” იქნება. დერბიმ “ლაციოს” კარგ დროს მოუწია. რეიას ხელმძღვანელობით “არწივებს” ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ერნანდესის “ინტერში” გადასვლა, ჯერ-ჯერობით “ლაციოს” შედეგებზე არ ასახულა. რომაელების შემადგენლობაში საკმაოდ კარგად გამოიყურება კეიტა ბალდე, რომელიდ “ბარსელონას” აღზდილია. ბარსელონას გარეუბანში დასახლებული სენეგალელი ემიგრანტების შვილმა, სენეგალის ნაკრების მოწვევაზეც კი თქვა უარი, ესპანეთის ნაკრებში თამაშის იმედით.
“რომამ” გასულ ტურში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა “პარმასთან” მატჩი შეაჩერა. მიზეი უამინდობა იყო. რომში მოსულმა წვიმამ “სტაიო ოლიმპიკოს” მოედანი დატბორა და თამაშის გაგრძელებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ “მგლების” სათამაშო ტონუსზე ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია. შუა კვირაში გარსიას შეგირდებმა სათასო მატჩში “ნაპოლი” დაამარცხეს.
08/02/14
ფიორენტინა – ატალანტა
უდინეზე – ნაპოლი
ნაპოლი – მილანი
09/02/14
ტორინო – ბოლონია
სამპდოია – კალიარი
პარმა – კატანია
ლივორნო – ჯენოა
ვერონა – იუვენტუსი
ლაციო – რომა
ინტერი – სასუოლო