ზეედორფი ნეაპოლში დამარცხდა
კლარენს ზეედორფმა “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერია ა-ში პირველი მატჩი წააგო. “ნაპოლიმ” “მილანი” 3-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ტაარაბტმა უკვე მე-8 წუთზე დააწინაურა “მილანი”. თუმცა სულ რაღაც სამ წუთში ინლერის ბრწყინვალე გოლით “ნაპოლიმ” ანგარიში გაათანაბრა და ტაიმის ბოლომდე არც შეცვლილა. მეორე ნახევარში კი გონსალო იგუაინმა გაიბრწყინა. არგენტინელმა 56-ე წუთზე ინლერის პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და შედეგთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნა.
ნაპოლი: რეინა, ალბიოლი, ფერნანდესი, გოლამი, მაჯო, ინლერი, ჰამშიკი, ჟორჟინიო, იგუაინი, მერტენსი, ინსიგნე
შეცვლაზე შევიდნენ: კალიეხონი, ბეჰრამი, ჯემაილი.
მილანი: აბიატი, მექსესი, რამი, აბატე, დე შილიო, ესიენი, დე იონგი, ემანუელსენი, ტაარაბტი, რობინიო, ბალოტელი.
შეცვლაზე შევიდნენ: კაკა, მონტოლივო, პაცინი.