სანაძის 23 ქულა “სან დიეგოს” “სანტა კლარას” დასამარცხებლად არ ეყო
დუდა სანაძის შედეგიანობამ “სან დიეგოს” ვერ უშველა. ქართველი უკანახაზელის 23 ქულის მიუხედავად, კალიფორნიულმა გუნდმა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” წააგო – 64:69.
სანაძემ შედეგიანად ითამაშა – ის სანდიეგოელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 31 წუთი ათამაშეს. დუდამ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ მთლიანობაში 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
სანაძის გუნდში ჯონი დიმ 18, კრისტოფერ ანდერსონმა კი 11 ქულა ჩააგდო. ვერ ითამაშა სანდიეგოელთა ცენტრმა, დენის კრამერმა, რომელმაც შეხვედრა 2 ქულით დაასრულა და წაგების მთავარი მიზეზიც ფარქვეშა პრობლემები იყო.
მომდევნო მატჩებს “სან დიეგო” სტუმრად გამართავს: 13 თებერვალს “სეინტ მერისთან”, 15-ში კი “პასიფიკთან”.
gbf.ge