ვაკანსია Fanebi.Com-ზე!!!
მოგეხსენებათ, ჩვენი გვერდი მუდმივად ცდილობს განვითარდეს, ამიტომაც გსურს ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანის დამატება გუნდში, რომელიც სოციალურ მედიას ჩაიბარებს და მიხედავს.
კერძოდ, საუბარია Facebook გვერდებზე, რომელსაც ჩვენი ვებ-გვერდი ფლობს და მათზე კონტენტის განთავსებას.
სავალდებულოა, რომ კანდიდატს ჰქონდეს დრო და სურვილი ჩვენს გუნდში ინტეგრაციისა და განვითარებისა.
მოთხოვნები, სამუშაოს შესაბამისად მინიმალურია:
სპორტის (ფეხბურთის, უმეტეს შემთხვევაში) კარგად ცოდნა
Facebook გვერდის მართვის ცოდნა
სურათების და ინფორმაციის მოძიების უნარი
ქართული შრიფტით წერის შესაძლებლობა
სპორტის სიყვარული
თავისუფალი დროის დიდი რაოდენობა
სურვილი ჩვენთან მუშაობის
დამატებითი უპირატესობა:
თუკი შეუძლია სურათების დამუშავება და საინტერესო წარწერების გაკეთება
სამუშაო მოხალისეობრივია და შესაბამისად ანაზღაურებაც 100 ლარია თვეში.
სამუშაო ნამდვილად არის, რადგანაც შერჩეულ კანდიდატს მოუწევს 6-7 გვერდის ჩაბარება, მისი განვითარება და პოპულარიზაციის ამაღლება. შესაბამისად ვისაც დრო, ან არასერიოზული დამოკიდებულება აქვს საქმისადმი, ან პასუხისმგებლობის ნაკლებობას განიცდის, გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებით და დარჩით ჩვენი ვებ-გვერდის აქტიური, ჩვენთვის სასურველი მომხმარებელი.
მსურველებისგან CV-ს არ ვითხოვთ,თუმცა კარგი იქნება რაიმე სპორტულ ფაქტს მოგვწერთ რასაც თქვენზე შთაბეჭდილება მოუხდენია და მსგავსი მიმართულებით თუკი რაიმე გამოცდილება გქონიათ.
მსურველებმა მოვწერეთ მეილზე: gurami@tateshvili.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: სოციალური მედია.
არ განიხილებიან, ის კანდიდატები,რომლებიც ამ სტატიასაც კი ნორმალურად არ წაიკითხავენ და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით არ მოგვწერენ. საინტერესო კანდიდატებს ჩვენ თვითონ დავუკაშირდებით.
პატივისცემით,
Fanebi.Com ადმინისტრაცია