პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“რეალი” და “ბარსელონა” “ატლეტიკოს” გაუთანაბრდნენ. ესპანეთში სამხელისუფლებიანობა დამყარდა.
უხერხული მეტოქე
უხერხული მეტოქე ალბათ ყველა გუნდს ყავს და გამონაკლისი არც მადრიდის “ატლეტიკოა”. ის ფაქტი, რომ მადრიდელები “ალმერიას” საკუთარ მოედანზე ესპანეთის ჩემპიონატის მთელი ისტორიის განმავლობაში ვერ უგებენ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის. გასულ ტურში, სიმეონეს გუნდი სტადიონ “მედიტერანეოზე” ლიდერის სტატუსში ჩავიდა, თუმცა ლიდერისთვის დამახასიათებელი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა.
მადრიდელებს ტიბო კურტუას სახით სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ, მისი შემცვლელი დანიელ არანსუბიამ კი საკმაოდ უხეში შეცდომები დაუშვა, რამაც გარკვეულწილად მატჩის შედეგიც განაპირობა. წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრისას, მსაჯის თემასაც უნდა შევეხოთ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა “ატლეტიკოს” კარში და ამასთან ერთად მადრიდელების კიპერიც გააძევა მოედნიდან. თუმცა, ამ დროს ანგარიში უკვე 1:0 იყო და მატჩის დამთვარდებმადეც ბევრი დრო არ რჩებოდა.
გამარჯვება რონალდუს გარეშე
კარლო ანჩელოტის თქმით რონალდუსდ არყოფნა დამატებითი მოტივაციაა მისი მოთამაშებისათვის. პორტუგალიელის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის ფონზე წინა პლანზე “რეალის” სხვა მოთამაშეები გამოვიდნენ. “ვილიარეალთან” მატჩში ბენზემა, ხესე, მოდრიჩ და ბეილი გამოირჩეოდნენ. პირველ ტაიმში უელსელმა ჯერ თვითონ გაიტანა, შემდეგ კი ბენზემას გაატანინა. თუმცა, შესევნებამდე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს. შესვენების შემდეგ ხესემ და დოს სანტოსმა გოლები გაცვალეს. წერტილი კი კარიმ ბენზემამ დასვა და საბოლოო ანგარიში – 4:2 დააფიქსირა.
“რეალი” მშვენიერ ფორმაშია. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მადრიდული კლუბი ამ ეტპაზე შეგვიძლია მთავარ ფავორიტადაც ჩავთვლაოდ მეტად საინტერესო და დაძაბულ საჩემპიონო რბოლაში.
მესის ფაქტორი
ხერარდო მარტინო ჯერ კიდევ ძიების პროცესშია. “სევილიასთან” თადარიგში ბუსკეტსი და დანი ალვესი აღმოჩდნენ, რომლებსაც როტაცია როგორც წესი ძალიან იშვიათად ეხებათ. მათ ნაცვლად მოედანზე სონგი და მონტოია გამოჩნდნენ.
შეხვედრაში ანგარიში “სევილიამ” გახსნა და მალევე მეორე გოლი გატანის შანსიც ქონდა, თუმცა უშედეგოდ. 34-ე წუთზე კი, სტუმრებმა მსაჯის დახმარებით ანგარიში გაათანაბრეს. არბიტრმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შენიშნა და სანჩესმა მორიგი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. სწორე ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი ამ მატჩში. სანჩესის გოლის შემდეგ ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის შედეგთან დაკავშირებული ყველა კითხვა მოხსნა. მატჩის ბოლოს ეფექტური დარტყმით თავი ფაბრეგასმაც გამოიჩინა.
08/02/14
ესპანიოლი 0-1 გრანადა
გოლი: მორენო 79′
ვალენსია 5-0 ბეტისი
გოლები: მატიუ 41′ ; პაკო ალკასერი 44′ ; ფეგუი 62′ ; პაკო ალკასერი 68′ ; ვარგასი 79′
რაიო ვალეკანო 4-1 მალაგა
გოლები: იაგო ფალკე 26′ (1:0); არბილია 28′ (2:0); ლარივეი 45′ (3:0); იაგო ფალკე 63′ (4:0); იაკოვენკო 72′ (4:1)
რეალი 4-2 ვილიარეალი
გოლები: ბეილი 7′ (1:0); ბენზემა 25′ (2:0); მარიო 43′ (2:1); ხესე 64′ (3:1); დოს სანტოსი 69′ (3:2); ბენზემა 76′ (4:2)
09/02/14
ალმერია 2-0 ატლეტიკო
გოლები: ვერსა 80′ ; 86′
ოსასუნა 2-0 ხეტაფე
გოლები: ორიოლ რიერა 6′ ; რობერტო ტორესი 88′
ვალიადოლიდი 2-2 ელჩე
გოლები: კორო 34′ (0:1); მანუ დელ მორალი 66′ (0:2); ოსორიო 71′ (1:2); ოსორიო 78′ (2:2)
სოსიედადი 0- ლევანტე
10/02/14
სევილია 1-4 ბარსელონა
გოლები: ალბერტო მორენო 15′ (0:1); სანჩესი 34′ (1:1); მესი 44′ (1:2); მესი 56′ (1:3); ფაბრეგასი 88′ (1:4)
11/02/14
სელტა 0-0 ბილბაო