WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (151321) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 10, 2014

“მანჩსტერის” მორიგი წარუმატებლობა, აზარის ბენეფისი და “ლივერპულის” სუპერ მატჩი. პრემიერლიგას ახალი ლიდერი ყავს. 

 

ფრე აუტსაიდერთან 

მიუხედავად “მანჩესტერის” არასტაბილური ასპარეზობისა, რთული წარმოსადგენი იყო, რომ მოიესის შეგირდები ქულებს ჩემპიონატის უკანასკნელ გუნდთან დაკარგავდნენ. “ფულემთან” გამართული საშინაო მატჩი კრიტიკის მორიგი საფუძველი გახდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-19 წუთზე სიდველმა ტრიბუნები დაადუმა. ასისტენტობა “ფულემის” კაპიტანს ჰოლტბიმ გაუწია. ბუნებრივია, მანჩესტერელებმა შეტევები გააძლიერეს, თუმცა სტეკელენბურგი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

შესვენების შემდეგ “მანჩსტერის” უპირატესობა უკვე თვალსაჩინო გახდა. ბურთის ფლობის პროცენტმა 81-ს მიაღწია.

შეხვედრის ბედი უკანასკნელ 20 წუთში გადაწყდა. მოიესმა მოედანზე ვალენსია და ერნანდესი შეიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და 78-ე წუთზე აუტსაიდერმა ზეწოლას ვერ გაუძლა. ანგარიში ვან პერსიმ გაათანაბრა. სულ რაღაც 2 წუთში კი კერიკმა მასპინძლები წინ გაიყვანა. თუმცა, სტუმრებმა გაიბრძოლეს და 94-ე წუთზე დარენ ბენტმა საკუთარ გუნდს “ოლდ ტრაფორდზე” ერთი ქულა მოუტანა.

 

აზარმა “ჩელსი” გაალიდერა

პრემიერლიგას ახალი ლიდერი ყავს და ეს ედენ აზარის დამსახურებაა! ბელგიელის მსხვერპლი “ნიუკასლი” გახდა, რომლის კარში მან სამი გოლის გატანა მოახერხა და “ჩელსის” მაისურით პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

აზარმა თავად წამოიყო პირველი საგოლე შეტევა და ივანოვიჩთან გათმაშებული კომბინაციის შემდეგ ბურთი ზუსტი დარტყმით მეტოქის კარში შეაგდო. მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო. ლუისი-ვილიანი ბრაზილიური კომბინაციაა ეტო’ომ გააგრძელა, რასაც აზარი ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ბოლოს კი აზარმა უნაკლოდ შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ეტო’ოს წინააღდემეგ უხეშობის გამო დაინიშნა.

 

არსენალის კოშმარი “ენფილდზე” 

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ნამდვილი სანახაობა იყო. თუმცა, მხოლოდ ერთი გუნდის შესრულებით. “ლივერპულმა” “არსენალი” ყველა კომპონენტში დაჯაბდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ამასთან ერთად როჯერსის გუნდი საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა.

“ლივერპული” მეათე წუთზე უკვე 2-0-სს იგებდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივე გოლი მარტინ შკრტელის აქტიურობას მოჰყვა. სლოვაკმა სტანდარტებზე ყველას აჯობა. ხოლო შემდეგ ათწუთიან მონაკეთში თავი სტერლინგმა და სტარიჯმა გამოიჩინეს და ანგარიშიც მეოცე წუთისთვის კატასტროფული იყო – 4:0.

მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ სტერლინგმა გაიფორმა დუბლი, შემდეგ კი არტეტამ პრესტიჟის გოლი გაიტანა თერთმეტმეტრიანიდამ, რომელიც ჯერარდის უხეშობას მოყვა.

ცალკე აღნიშნვის ღირსია ლუის სუარესის თამაში, რომელიც ნამდივლად იმსახურებდა ამ შეხვედრაში გოლის გატანას, თუმცა ურუგვაელს არ გაუმართლა. შორი დისტანციებიდან მის ორ უძლიერეს გასროლას მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.

 

08/02/14

ლივერპული 5-1 არსენალი

გოლები: შკრტელი 1′ ; 10′ (2:0); სტერლინგი 16′ (3:0); სტარიჯი 20′ (4:0); სტერლინგი 52′ (5:0); არტეტა 69′ (5:1)

ასტონ ვილა 0-2 ვესტ ჰემი

გოლები: ნოლანი 46′ ; 48′

ჩელსი 3-0 ნიუკასლი

გოლები: აზარი 27′ ; 34′ ; 63′ 

კრისტალ პელასი 3-1 ვესტ ბრომვიჩი

გოლები: ინსი 15′ (1:0); ლედლი 27′ (2:0); ბიფოუმა 46′ (2:1); შამახი 69′ (3:1)

ნორვიჩი 0-0 მანჩესტერ სიტი

საუთჰემპტონი 2-2 სტოკ სიტი

გოლები: ლამბერტი 6′ (1:0): ოდემვინგე 38′ (1:1); დავისი 41′ (2:1); კრაუჩი 44′ (2:2)

სანდერლენდი 0-2 ჰალ სიტი

გოლები: სონგი 16′ ; იელავიჩი 62′

სუონსი 3-0 კარდიფი

გოლები: როტლეჯი 47′ ; დაიერი 79′ ; ბონი უილფრედი 85′ 

09/02/14

ტოტენჰემი 1-0 ევერტონი

გოლი: ადებაიორი 65′  

მანჩესტერი 2-2 ფულემი

გოლები: სიდველი 19′ (0:1); ვან პერსი 78′ (1:1); კერიკი 80′ (2:1); ბენტი 90+4 (2:2)

 

 



მსგავსი სიახლეები