ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბორუსიას” შთამბეჭდავი გამარჯვება ბრემენში, “გლადბახის” მეორე საშინაო მარცხი და მეოცე ტურის 6 საინტერესო ფაქტი ტრადიციულ ბუნდელიგურ მიმოხილვაში.
დორტმუნდელებმა ბრემენში მოიგეს
დორტმუნდის “ბორუსიას” სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკის ემშვიდობება, თუმცა სავარაუდოდ პოლონელს ადრიან რამოსი შეცვლის, რომელიც “ჰერტას” შემადგენლობაში წარმატებით ასპრეზობს. თუმცა ზაფხულამდე ჯერ დიდი დროა და ლევანდოვსკიც კვლავ აგრძელებს დორტმუნდელი ქომაგის გახარებას. გასულ ტურში “ბორუსია” ბრემენს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი “ვერდერი” გაანადგურა – 5:1. შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე სწორედ ლევანდოვსკიმ გახნსა, მანვე 85-ზე დუბლი გაიფორმა. პოლონელის მსგავსად დუბლი მხიტარიანმა შეასრულა. სომეხმა შემტევმა გოლები 41-ე და 62-ე წუთებზე გაიტანა. შუალედში კი 48-ე წუთზე თავი ფრიდრიხმაც გამოიჩინა. მასპინძებმა 89-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი აიჩიჩეკი გახდა.
გლადბახის მეორე საშინაო მარცხი
ტურის ცენტრალური მატჩი “გლადბახსა” და “ბაიერს” შორის, რომელიც პარასკევს გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდები დიდ ყურადღებას აქცევდნენ დაცვაში თამაშს და ზედმეტი რისკისგან თავს იკავებდნენ. მატჩის ბედი კი, შეტევიდან დაცვაში წარუამტებელმა გადასვლამ განაპირობა. “ბაიერის” შემტევმა ტრიომ შექმნილი თავისუფალი ზონები შესანიშნავად გამოიყენა და დასარყმელ პოზიციაზე კორეელი სონი გაიყვანა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ლევერკუზენელებმა მატჩი გამარჯვებამდე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიიყვანეს.
აღნიშნული მარცხი, “გლადბახისთვის” 2014 წელს უკვე მესამეა. აქედან ორი “ბორუსიელებმა” საკუთარ მოედანზე იწვნიეს. არადა, პირველ ეტაპზე ფავრის შეგირდება საკუთარ მოედანზე წაგებული არ ჰქონიათ.
6 ფაქტი მე-20 ტურის შესახებ
“აუგსბურგმა” პირველად გაიტანა 4 გოლი ბუნდესლიგის გასვლით შეხვედრაში.
“ჰერტას” 3 გოლის გასატანად 4 დარტყმის განხორციელება ეყო.
“ბაიერნმა” “ნიურნბეგთან” შეხვედრაში ზუსტი პასების სეზონის ყველაზე ცუდი პროცენტული შედეგი აჩვენა.
“ბორუსიამ” “ვერდერს” ზედიზედ მეექვსე მატჩი მოუგო, რაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელია.
“ვოლფსბურგმა” უკანასკნელი 8 პენალტიდან ყველა გამოიყენა.
ფილიპ ლამმა 2010 წლის დეკემბრიდან ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
07/02/14
გლადბახი 0-1 ბაიერი
გოლი: მინ ოსნი 62′
08/02/14
ვოლფსბურგი 3-0 მაინცი
გოლები: როდრიგესი 59′ ; დოსტი 66′ ; ლუის გუსტავო 75′
ვერდერი 1-5 დორტმუნდი
გოლები: ლევანდოვსკი 26′ (0:1); მხიტარიანი 41′ (0:2); ფრიდრიხი 48′ (0:3); მხიტარიანი 62′ (0:4); ლევანდოვსკი 85′ (0:5); აიჩიჩეკი 89′ (1:5)
ნიურნბერგი 0-2 ბაიერნი
გოლები: მანჩუკიჩი 18′ ; ლამი 49′
ფრაიბურგი 1-1 ჰოფენჰაიმი
გოლები: შმიდი 68′ (1:0); მოდესტე 85′ (1:1)
აინტრახტი 3-0 ბრაუნშვაიგი
გოლები: ფლუმი 7′ ; მეიერი 43′ ; აიგნერი 44′
ჰამბურგი 0-3 ჰერტა
გოლები: ალაგუი 15′ ; რამოსი 23′ ; 38′
09/02/14
შტუტგარტი 1-4 აუგსბურგი
გოლები: მილიკი 35′ (0:1); ჰანი 43′ (0:2); ჰანი 56′ (0:3); რაუში 62′ (1:3); ვერნერი 64′ (1:4)
შალკე 2-0 ჰანოვერი
გოლები: ფარფანი 39′ ; მაიერი 44′