WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (151772) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: თებერვალი 11, 2014

“არსენალი” “იუნაიტედს” მიიღბს, “ტოტენჰემი” ნიუკასლში ჩავა, “ჩელსი” კი ლიდერობის შენარჩუნებას “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩში ეცდება.  დღეს პრემიერლიგის მორიგი ტური აიღებს სტარტს. 

 

“მეთოფეები” “წითელი ეშმაკების” წინააღმდეგ

26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გასამართი “არსენალი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება. ვენგერის შეგირდები გასულ ტურში “ლივერპულთან” განადგურდნენ (1:5), თანაც ისე, რომ 4:0-ს უკვე მეოცე წუთზე აგებდნენ. კარგი მატჩი არც “მანჩესტერს” ჩაუტარებია. “იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ქულები გათამაშების ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერ, “ფულემთან” 94-ე წუთზე გაშვებული გოლით დაკარგა.

არსენ ვენგერი ლივერპულის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს დაპირდა, რომ სიტუაცია “მანჩესტერთან” შეხვედრაში აუცილებლად გამოსწორდება და ბრენდან როჯერსის გუნდთან წარუმატებლობა უბედურ შემთხვევას დააბრალა.

 

ბრძოლა ევროპისთვის

უშუალო კონკურენტთან წარმატებული მატჩის შემდეგ “ტოტენჰემს” “ნიუკასლთან” ელის რთული გასვლითი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდებმა ადგილები გაცვლაეს. უკანასკნელ 7 შეხვედრაში “ნიუკასლი” 5-ჯერ დამარცხდა და “ტოტენჰემთან” ჩამორჩენა 10 ქულამდე გაზარდა. შექმნილ ვითარებას საკადრო პრობლემებიც ართულებენ, რაც იოან კაბაის გაყიდვასთან ერთად რემის, ტიოტეს, კოლოჩნის და გუფრანის ტრავმების შედეგად წარმოიქმნა.

“ტოტენჰემის” საქმეები კი საკმაოდ კარგად მიდის. მას შემდეგ, რაც კლუბი ტიმ შერვუდმა ჩაიაბარა, ლონდოელები ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზე აისახება. სანუკვარ მეოთხე პოზიციამდე, რომელზეც “ლივერპულია” განთავსებული, სულ რაღაც 3 ქულა დარჩა.

 

აზარის ახალი სამიზნე

გასულ ტურში გალიდერებული “ჩელსი” პირველი ადგილის შენარჩუნებას “ვესტ ბრომვიჩთან” გასვლით შეხვედრაში ეცდება. ლურჯები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, რაც 10-მატჩიან წაუგებელ სერიაში გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 დასრულდა ფრედ, პეტარ ჩეხს კი გოლი 7 შეხვედრაში არ გაუშვია. ჩეხი გოლკიპერის გარდა, შესანიშნავ ფორმაშია “ჩელსის” ბელგიელი შემტევი ედენ აზარი. სწორედ, მისი დამსახურებაა გასულ ტურში “ნიუკასლთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება. აზარმა ლონდონური კლუბის მაისურში პირველი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

“ჩელსისგან” განსხვავებული სიტუაციაა შექმნილი “ვესტ ბრომვიჩში”, რომელიც ნამდვილად არ ატარებს თავის საუკეთესო სეზონს. სტივ კლარკის გუნდის უკანასკნელი გამარჯვება პირველ იანვარს დაფიქსირდა. 2014 წლის პირველ დღეს “ვესტ ბრომვიჩმა” “ნიუკასლი” დაამარცხა. მას შემდეგ გუნდმა სამჯერ წააგო და მხოლო 2 ფრე ითამაშა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მარცხი “ვესტ ბრომვიჩმა” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრა იწვნია.

 

11/02/14

კარდიფი – ასტონ ვილა

გამოიცანი შედეგი

ჰალ სიტი – საუთჰემპტონი 

გამოიცანი შედეგი

ვესტ ჰემი – ნორვიჩი 

გამოიცანი შედეგი

12/02/14

ვესტ ბრომვიჩი – ჩელსი 

გამოიცანი შედეგი

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი

გამოიცანი შედეგი 

სტოკ სიტი – სუონსი

გამოიცანი შედეგი

ევერტონი – კრისტალ პელასი

გამოიცანი შედეგი

მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი

გამოიცანი შედეგი

ნიუკასლი – ტოტენჰემი

გამოიცანი შედეგი

13/02/14

ფულემი – ლივერპული

გამოიცანი შედეგი



მსგავსი სიახლეები